თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი თბილისის საპატიო მოქალაქეებსა და "ქალაქზე მზრუნველი"-ს ტიტულის მქონე თანამოქალაქეებს შეხვდა.
შეხვედრა თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში რეზო თაბუკაშვილის სახელობის ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობათა კაბინეტის ორგანიზებით, პროექტის - „ მე თბილისელი ვარ“ ფარგლებში გაიმართა, სადაც ორგანიზატორებმა მოწვეული სტუმრების ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრეს.
ღონისძიების დასასრულს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ანსამბლებისა და სოლისტების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.