თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი საკრებულოში აღმოსავლეთ ევროპის ბრიტანეთის საბჭოების დირექტორს პაბლო როსელის შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა თბილისის მუნიციპალიტეტის კულტურის სტრატეგიაზე იმსჯელეს, რომლის მიმართულებით სამუშაო ჯგუფი თამარ ტალიაშვილის ინიციატივით უკვე შეიქმნა.
მხარეებმა ასევე, ბრიტანეთის საბჭოსა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებისა და კულტურის სექტორის განვითარების კუთხით ერთობლივი პროექტების შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრას საქართველოში ბრიტანული საბჭოს დირექტორი ზაზა ფურცელაძე ესწრებოდა.