თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის წევრებმა, თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსთან სოფიო ხუნწარიასთან ერთად, განახლებული N18 ხელოვნების სკოლა დაათვალიერეს.
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ზღვის უბნის დასახლების მაჟორიტარმა დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა ხელოვნების სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს რეაბილიტირებულ შენობაში სწავლის განახლება მიულოცა.
პეტრე ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის შენობა, თბილისის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით, კაპიტალურად გარემონტდა და ადაპტირდა.
სკოლაში ამ ეტაპზე მოსწავლეები ქართულ ხალხურ სიმღერას და მუსიკალურ საკრავებზე დაკვრას სწავლობენ.