თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 3 საკითხის თაობაზე იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს.
სხდომაზე თბილისის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ წლიური ანგარიში მოისმინეს, რომელიც საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ წარადგინა.
ლევან მიქავამ სხვადასხვა მიმართულებით ბიუჯეტის შესრულების პარამეტრებზე ისაუბრა და ამასთანავე, განათლებისა და კულტურის კომისიის პრიორიტეტების შესრულების მაჩვენებლები დეტალურად წარმოადგინა.
დღესვე სხდომაზე ქართველი პოეტის გენო კალანდიასა და თბილისელი მხატვრის გაიანე ხაჩატურიანის მემორიალური დაფების განთავსების თაობაზე იმსჯელეს.
გენო კალანდიასა და გაიანე ხაჩატურიანის დამსახურებებზე როგორც კომისიის თავმჯდომარემ, ასევე მოწვეულმა სტუმრებმა: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ და პუბლიცისტმა და მთარგმნელმა ქეთევან ტომარაძემ ისაუბრეს.
მემორიალურ დაფებთან დაკავშირებული საკითხების დამტკიცების თაობაზე დედაქალაქის მერიის მიზანშეწონილობის საბჭო იმსჯელებს.