თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა ,,თბილისის საერთაშორისო სკოლის’’ მოსწავლეებს საკრებულოს ისტორიულ შენობაში უმასპინძლა.
„თბილისის საერთაშორისო სკოლის“ მოსწავლეებმა საკრებულოს თამარ მეფის სახელობის ისტორიული დარბაზი, დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზი, ანბანის სკვერი დაათვალიერეს და საკრებულოს შენობის ისტორიას გაეცნენ.
თინათინ ნიბლოშვილმა მოსწავლეებს მუნიციპალიტეტის ფუნქცია-მოვალეობების შესახებაც უამბო.
ღონისძიების ბოლოს, სკოლის მოსწავლეებმა მუნიციპალური სიმბოლოები გააფერადეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს, დასასრულს კი განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა.