თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე, "თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" თბილისის საკრებულოს 2023 წლის 15 დეკემბრის N33-89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ იმსჯელეს. საკითხი თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარმოადგინა.
თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები მიმდინარე წელს ფაქტიურად მიღებული შემოსულობების გათვალისწინებით ხორციელდება.
აღნიშნული პროექტის მიხედვით ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით იზრდება შემდეგი პროგრამების დაფინანსება: დაავადებათა სკრინინგი ქვეპროგრამის ასიგნებები - 522,0 ათასი ლარით, გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლი - 54,8 ათასი ლარით, სახსრების ენდოპროტეზირების დაფინანსება - 491,2 ათასი ლარით, გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება - 939,8 ათასი ლარით, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება - 1 243,0 ათასი ლარით, კომუნალური სუბსიდირება - 841,5 ათასი ლარით, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ყოველთვიური დახმარება - 109,2 ათასი ლარით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურება - 180,0 ათასი ლარით, უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში - 19,6 ათასი ლარით და სხვა.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ საკითხს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა.
ზურაბ ჩიკვილაძე ტრაბზონის სავაჭრო და სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
ნოემბერი 28,2024საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 19,2024ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023