თბილისის საკრებულოში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ძალადობა გენდერული ნიშნით (TFGBV). ის თბილისის გენდერული თანასწორობის საბჭოს მხარდაჭერით, საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ მიერ პროგრამის „უსაფრთხო ონლაინი: ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში“ ფარგლებში მოეწყო.
საკრებულოს თანამშრომლებმა მიიღეს ინფორმაცია ონლაინ უსაფრთხოების, კიბერუსაფრთხოების და პირადი ინფორმაციის დაცვის თაობაზე, რომლის გათვალისწინება უმნიშვნელოვანესია პერსონალური მონაცემების დამუშავების დროს და სხვათა მიერ ამ მონაცემების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად.
შეხვედრა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, გახსნა და ქალთა მიმართ კიბერძალადობის აქტუალობის საკითხებთან დაკავშირებით გენდერული თანასწორობის საბჭოს რეაგირების თაობაზე ისაუბრა.
„უსაფრთხო ონლაინის“ პროგრამის მენეჯერმა ნინო ჩუბინიძემ საკრებულოს თანამშრომლებს ციფრულ ეკონომიკაში ქალთა გაძლიერების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა.
შეხვედრის ძირითად ნაწილს უძღვებოდა უსაფრთხოების/ტექნოლოგიების სპეციალისტი ლელა მირცხულავა.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა შეავსეს კითხვარი და ამგვარად მიიღეს მონაწილეობა პროექტის კვლევაში.
მსგავსი ფორმატის შეხვედრა მომდევნო კვირას თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს თანამშრომლებისთვისაც გაიმართება.
თბილისის საკრებულოს წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
ივლისი 07,2024სამაჟორიტარო ბიუროების თანამშრომლებისთვის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 26,2024ქალთა ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის საინფორმაციო კამპანია გრძელდება
ივნისი 15,2022