თბილისის საკრებულოში საკრებულოს ფრაქციის „ლელო-პარტნიორობა თბილისისთვის“ - თავმჯდომარე საბა ბუაძემ, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელების მიერ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიიდან გარემოვაჭრეებისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციების აღებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, რომელზეც მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის საკრებულოში ფრაქციის სხდომაზე მოსვლა მოითხოვა.
„ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გარემოვაჭრეებს ქალაქის მერია თავს ესხმის . ეს უკვე სისტემურ ხასიათს იღებს. სწორედ ამიტომ გვინდა მივმართოთ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, მობრძანდეს საკრებულოში ჩვენი ფრაქციის სხდომაზე და პასუხები გასცეს იმ კითხვებს, რომელიც ამ მიმართულებით დაგროვდა. სახეზე არის სისტემური პრობლემა, მიმდინარეობს გარე მოვაჭრეების ჩაგვრა. საჭიროა ვიცოდეთ დედაქალაქის მერია ამ საკითხს როგორ უყურებს“. განაცხადა საბა ბუაძემ.
ფრაქციის თავმჯდომარემ თბილისის მერიას გარემოვაჭრეობის შეზუდვაზე მორატორიუმის გამოცხადებისკენ მოუწოდა, სანამ პარლამენეტში ლელოს მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.
„ჩვენ ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსში განვახორციელეთ ცვლილებების ინიცირება, რომელთა თანახმადაც ასეთი ბუნდოვანი სამართლდარღვევა და გარემოვაჭრეების უფლებების შეზღუდვა არ მოხდება. რაც დღეს ხდება არის ანტიკონსტიტუციური. ამ ადამიანებს ართმევენ საქონელს და დევნიან. ჩვენ მმართველ პარტიას და ყველა პოლიტიკურ ჯგუფს დიალოგი შევთავაზეთ, თუ როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ გარემო გარევაჭრობასთან დაკავშირებით“- განაცხადა საბა ბუაძემ