თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
ნინო ვარდოსანიძემ კომისიის წევრებს დედაქალაქის რამდენიმე რაიონში საზოგადო მოღვაწეების, მსახიობების, მეცნიერების და სპორტსმენების სახელობის ქუჩების სახელდების საკითხები გააცნო. ჩუღურეთის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას მსახიობ გურამ საღარაძის სახელი მიენიჭება, ისნის რაიონში კი რეჟისორ გურამ მელივას სახელობის ქუჩა გაჩნდება. ისნის რაიონშივე ერთ-ერთ შესახვევს ოპერის მომღერლის ზურაბ სოტკილავას სახელი, იმავე რაიონში არსებულ უსახელო ქუჩას ლოტბარის თემურ ქევხიშვილის სახელი, ჩუღურეთის რაიონში კი ერთ შესახვევს და ორ ჩიხს მწერალ დემნა შენგელაიას სახელი მიენიჭება.
გარდა ამისა, კრწანისის რაიონში ერთ-ერთ შესახვევს და მასთან მდებარე უსახელო ქუჩას ძმები სიმენსების სახელი, საბურთალოს რაიონში ერთ-ერთ უსახელო ქუჩას მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის თამარ დეკანოსიძის სახელი მიენიჭება.
დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მდებარე ქუჩებს აფხაზეთის ომში დაღუპულთა და სამხედრო მოსამსახურეთა სახელები ეწოდება.
კომისიის სხდომაზე განიხილეს ასევე რამდენიმე ქუჩის გაგრძელების საკითხი. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს.
საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ოქტომბერი 31,2023