სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა.
ღონისძიებაში მონაწილეობა საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ და საკრებულოს წევრებმა მიიღეს. დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ინიციატივას სახელმწიფო ორგანიზაციები და კერძო სექტორის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. კამპანიის ფარგლებში, სახელმწიფო დროშები თავისუფლების მოედანზე მდებარე საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, რედიქს ჯგუფის, „ქორთიარდ მარიოტისა“ და სასტუმრო „მონოგრაფის“ შენობებიდანაც გადმოიფინა.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ მოქალაქეებს დღევანდელი დღე მიულოცა და სხვადასხვა ორგანიზაციებს კამპანიაში ჩართვისთვის მადლობა გადაუხადა.
„14 იანვარი სახელმწიფო დროშის დღეა და ამ დღეს თბილისის საკრებულო ტრადიციულად საქართველოს დროშების გადმოფენით აღნიშნავს. წელს ჩვენ სახელმწიფო ორგანიზაციები და კერძო სექტორის წარმომადგენლები შემოგვიერთდნენ, რომლებიც „ჩვენს გვერდით, თავისუფლების მოედანზე საქმიანობენ. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ ჩართულობისთვის. ჩვენს მოქალაქეებს კი დღევანდელი დღე მივულოცო“- განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.
საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ გამოცხადდა. სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წელს აღინიშნა.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა
დეკემბერი 13,2024საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
ნოემბერი 18,2024თბილისში საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა და სკვერი გაიხსნა
ოქტომბერი 18,2024