#დარჩიკრეატიული - თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისია თავის Facebook პლატფორმას უთმობს ხელოვანებსა და მათ შემოქმედებას.
„ეს ონლაინ კულტურული ჰაბი ერთი მხრივ, საზოგადოებისათვის არტ-თერაპია და მეორე მხრივ, შემოქმედი ადამიანებისთვის სოციალური დისტანცირების პირობებში ახალი შემოქმედებითი პროექტების განხორციელების მოტივაცია იქნება“,- განაცხადა განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, პროფ. თამარ ტალიაშვილმა.
ვებ-გვერდზე აიტვირთება ქართველ შემოქმედთა სახვითი ხელოვნების, ფოტოგრაფიის, მუსიკალური, დიზაინის, პროზისა და პოეზიის, აუდიო-ვიზუალური ნაწარმოები, რომელიც ახალი კორონა ვირუსის CoVid 19 მსოფლიოში გავრცელების შედეგად შექმნილი განსაკუთრებული ვითარების პერიოდში შეიქმნა.
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ახალ აქციაში ჩართვის მიზნით, ავტორებს საკუთარი ნაწარმოებები შეუძლიათ განათლებისა და კულტურის კომისიას საკუთარ Facebook გვერდზე ასატვირთად გაუგზავნონ.
საკონტაქტო პირი: საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის სამდივნოს უფროსი სალომე ვერულაშვილი, საკონტაქტო ნომერი - 558 258 991.