თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი ტრადიციული რეწვისა და დიზაინის პირველ საერთაშორისო სამიტის „ეთნოფესტი 2016“ გახსნას დაესწრნენ.
ტრადიციული რეწვისა და დიზაინის პირველი საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი“ 2016 საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიაში 23-25 სექტემბერს იმართება, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ხელნაკეთი ნივთების პირველი ფართომასშტაბიანი გამოფენაა.
საერთაშორისო სამიტის გახსნის ცერემონიაზე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი სიტყვით გამოვიდა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ტრადიციული რეწვისა და დიზაინის პირველ საერთაშორისო სამიტში 250-ზე მეტ ქართველ ოსტატთან ერთად ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სლოვაკეთიდან იღებენ მონაწილეობას.
პროექტის ფარგლებში, სამი დღის განმავლობაში, ექსპერტები დაინტერესებული საზოგადოებისთვის საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესახებ საგანმანათლებლო ტრენინგებსა და მასტერკლასებს ჩაატარებენ. ასევე გაიმართება საერთაშორისო ექსპერტების, ბაიერების და ცნობილი დიზაინერების საჯარო ლექციები და მასტერკლასები.
ღონისძიება „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ პროექტის -„ტრადიციული რეწვა, პლატფორმა ეკონომიკური განვითარებისთვის“ და ევროკავშირის პროექტის Investing in People პროგრამის ფარგლებში იმართება.
გახსნის ცერემონიალს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე , თბილისის მერი დავით ნარმანია დიპლომატიური კორპუსისი წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ეწრებოდნენ.