თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიასთან არსებული სათათბიროს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, განათლებისა და კულტურის კომისიის წევრი გიორგი ალიბეგაშვილი, ასევე და სათათბიროსა და კომისიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიასთან არსებული სათათბიროს წევრები უმაღლესი სასწავლებლების, საქართველოს მეცნიერების ეროვნული აკადემიის, ასევე კულტურისა და ძეგლთა დაცვისა და განათლების სამინისტროების, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის წარმომადგენლები არიან.
შეხვედრაზე საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა სათათბიროს წევრებს 2014 წელს გაწეული მუშაობის შედეგებს გააცნო და ამასთან, 2015 წელს თბილისის ბიუჯეტში განათლებისა და კულტურის სფეროში დასახული პრიორიტეტები წარმოუდგინა.
"მიმაჩნია, რომ ჩვენ ძალიან მოკლე დროში შევძელით აბსოლუტურად ახალ პრიორიტეტებზე და ფასეულობებეზე აგვეგო ის სტრატეგიული ხედვები, რომელიც ქალაქ თბილისში განათლებისა და კულტურის სფეროში სამომავლო გეგმებს უკავშირდება’’,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა და აღნიშნა, რომ ძირითადი პრიორიტეტები გახლავთ სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა და პროგრამული თვალსაზრისით გამდიდრება, ასევე პროფესიული და უწვეტი განათლების ხელშეწყობა.
"მომავალი წლის ბიუჯეტში ასევე პრიორიტეტულია სახელოვნებო სკოლების მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლეებისა და კულტურული მეწარმეობისა და ბიბლიოთელების ხელშეწყობაც’’,-აღნიშნა დეპუტატმა.
თამარ ტალიაშვილმა საჯარო სივრცეების გამოყოფის უცილებლობაზე ისაუბრა, რაც საზოგადოების მეტი დაახლოებისა და კულტურული სივრცეებით ქალაქ თბილისის გამდიდრებისაკენ არის მიმართული.
მისივე თქმით, 2015 წლის ბიუჯეტში ასახული პრიორიტეტები თბილისის რეგიონის კულტურულ ცენტრად გადაქცევისაკენ არის მიმართული.შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა მსგავსი სათათბიროების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, ასეთი სათათბირო ყველა კომისიასთან შეიქმნება, რათა პრიორიტეტების განსაზღვრისას საზოგადოების აზრი და ჩართულობა იქნას გათვალისწინებული.
სხდომაზე წარმოდგენილ პროირიტეტებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები სათათბიროს წარმომადგენლებმაც დააფიქსირეს და სამომავლო გეგმები კომისიის წევრებთან ერთად დასახეს.