თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრებმა სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესის დამტკიცების თაობაზე იმსჯელეს.
სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების ახალი წესის თანახმად, მუნიციპალური ბიუჯეტიდან სოციალური სტატუსის მქონე სტუდენტების გარდა, დაფინანსებას მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებიც მიიღებენ.
ასეთი რეიტინგის მქონე სტუდენტებს კი თანაბარი შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ ორმოცდაათიდან - ას პროცენტამდე დაფინანსება, რაც სოციალური შემწეობის პროგრამას აქცევს დამატებით გრძელვადიან საგანმანათლებლო ეფექტის მქონე ინიციატივად.
კომისიის წევრებმა აღნიშნული საკითხი მოიწონეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
კომისიას გაფართოებულ საჯარო სხდომის ფორმატში საკრებულოს დეპუტატები, განათლებისა და კულტურის კომისიასთან არსებული საზოგადოებრივი სათათბიროს წევრები, მერიის, სპორტის ახალგაზრდობისა და განათლების საქალაქო სამსახურის, სტუდენტური თვითმმართველობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.