თბილისის საკურებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშილი ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარეს ნიკოლოზ გოგილიძესა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციციის თავმჯდომარეს გიგა კობალაძეს შეხვდნენ.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, რომელზეც მხარეებმა საავტორო უფლებებისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებსა თუ გამოწვევებზე ისაუბრეს და შემდგომი ერთობლივი მუშაობის გეგმები დასახეს.
როგორც საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა ქვეყნის კულტურულ-ეკონომიკური წინსვლის საწინდარია და საკრებულო თავისი კომპეტენციის ყველანაირად შეუწყობს ხელს ამ კუთხით არსებული პრობლემების აღმოფხვრას.