თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
დეპუტატებმა სხდომაზე საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებზე იმსჯელეს, რომლებიც საქართველოს სახალხო მწერლის - რევაზ მიშველაძისთვის და საქართველოს სახალხო არტისტისთვის - ჯუმბერ ბერაძისათვის თბილისის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებას ეხება.
ამავეე სხდომაზე დეპუტატებმა, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივაზე იმსჯელეს, რომელიც თბილისის მერიის ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის # 19 ხელოვნების სკოლის დირექტორის, ღირსების ორდენის კავალერის - თამაზ მოლაშვილისათვის, „თბილისზე მზრუნველის“ სტატუსის მინიჭებას ეხებოდა.
კომისიის სხდომას ესწრებოდნენ და განხილვაში მონაწილეობას იღებდნენ განათლებისა და კულტურის კომისიასთან არსებული სათათბიროს წევრები, რომლებმაც ყველა წარმოდგენილ კანდიდატს მხარი დაუჭირეს. სხდომაზე, აგრეთვე მოწვეულნი იყვნენ ინიციატორები.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს, განათლებისა და კულტურის კომისიის წევრებმა დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
აღნიშნული საკითხი განსახილველად თბილისის მერიის შესაბამის კომისიას გადაეგზავნება.