თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა. სადაც, განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი. მათ შორის სხდომაზე დამტკიცებული იქნა ნაძალადევის რაიონში, კიკვიძის პარკში მედიათეკის მშენებლობის პროქტი. დეპუტატების თქმით, ეს პროექტი იქნება ერთ ერთი პირველი რომელიც ხელს შეუწყობს ქალაქში ბიბლიოთეკების განვითარებასა და მოდერნიზებას.
ასევე კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს და მხარი დაუჭირეს რამდენიმე განცხადებას. ერთ ერთი მათგანი გულისხმობს ახალ კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცის შექმნას შშმ პირებისათვის. მათ შორის აუდიო სპექტაკლების ჩაწერას.
ამავე სხდომაზე განიხილეს განცხადება, რომელიც ეხებოდა აფხაზეთის მე-2 საჯარო სკოლისთვის საქართველოს მთლიანობისთვის გმირულად დაღუპული ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენოსნის ჯუმბერ ბეთაშვილის სახელის მინიჭებაზე თანხმობის საკითხს.
დღევანდელი დღის წესრიგი, ასევე ითვალისწინებდა გიორგი ალიბეგაშვილის ინიციატივის განხილვას, რომელიც ეხება კულტურულ-საზოგადოებრივ მოღვაწეთა ძეგლებისა და მემორიალური დაფების თბილისში განთვსების საკითხს. დეპუტატების თქმით ეს ინიციატივა, როგორც ტურისტებისთვის ასევე ახალი თაობისთვის საგანმანათლებლო კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. ამავე თემასთან დაკავშირებით სხდომაზე დეპუტატი ია მაკასარაშვილი გამოვიდა წინადადებით, რომ მსგავსი ძეგლები და მემორიალური დაფები განთავსდეს არა მარტო ცენტრალურ უბნებში, არამედ გარეუბნებშიც. რათა მოხდეს პერიფერიების განვითარება ამ მიმართულებით რათა ამ პროექტმა ხელი შეუწყოს კულტურული სივრცეების შექმნას გარეუბნებში.