თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკრებულოს დეპუტატებსა და UNICEF ის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით შედგა.
შეხვედრაში საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი ნინო ქვარიანი მონაწილეობდნენ.
მხარეთა განხილვის მთავარ საკითხს წარმოადგენდა თბილისში მცხოვრები ბოშების კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში ინტეგრაცია, გარდა ამისა, თვითმართველობის დონეზე მიუსაფარ და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშთათვის სრულყოფილი საგანმანათლებლო თუ სხვა სერვისებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.
შეხვედრაზე UNICEF ის ფონდის დირექტორმა საშა გრაუმანმა იმ სერვისებზე და იმ საქმიანობაზე ისაუბრა, რასაც UNICEF საქართველოში უსახლკარო დაშეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის ახორციელებს.
“თბილისის მასშტაბით არსებობს სამი მობილირი ჯგუფი და სამი დღის ცენტრი რომელიც დაახლოებით 400 მდე ბავშვს ემსახურება. სამწუხაროდ აღნიშნული რაოდენობა ქალქისთვის საკმარისი არ არის და ამ პრობლემების მოგვარებაში მუნიციპალიტეტის ჩართულობაა აუცილებელი. ეს კი მომსახურებების გაძლიერებას და მობილური ჯგუფებისა და დღის ცენტრების გამრავლებას გულისხმობს “,-განაცხადა შეხვედრაზე საშა გრაუმანმა.
შეხვედრაზე დეპუტატებმა საკუთარი კომისიების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომელიც ზოგადად ქალაქში არსებულ ბავშვთა პრობლემებს მოიცავს.
საკრებულოს კულტურისა და განათლების კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიშვილმა შეხვედრას და მათ თანამშრომლობას უმნიშვნელოვანესი უწოდა და UNICEF–ს კომისიის მხრიდან მხარდაჭერა და სრული ჩართულობა აღუთქვა.
მან, ასევე ისაუბრა იმ საკითხებზე, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის თბილისის ბაგა -ბაღებში საკრებულოს და განათლებისა და კულტურის კომისის მხარდაჭერით განხორცილედა.
დეპუტატმა ბოშების კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში ინტეგრაციასა და ქუჩის ბავშვებისა და შშმ ბავშვებისათვის სრულყოფილი საგანმანათლებლო და სხვა სერვისებისადმი ხელმისაწვდომობის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.
“მოგეხსენებათ, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებობს მთელი რიგი საგანმანათლებო, კულტურული და სახელოვნებო დაწესებულებები და სწორედ ამ დაწესებულებების რესურსების გამოყენებაა შესაძლებელი იმისათვის, რომ ამ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაცია მაქსიმალურად მოხდეს. ეს იქნება ეფექტიანი მექანიზმი, რათა ჩვენი საზოგადოება და ქალაქი გაერთიანდეს და არსებული პრობლემები გადაჭრილი იქნეს’’,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა
საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ ადამიანის დაცვის კუთხით თვირთმმართველობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, მერიაში წლების წინ არსებული ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრი მოშლილია , ხოლო დედაქალაქს ზოგადი პოლიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით არ გააჩნია.
დეპუტატის თქმით, საკრებულოს წევრებისა და თავმჯდომარის მხარდაჭერით, ადამიანის უფლებების დაცვის კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, მიმართონ მერს, რათა ამ ბავშვებს მიუხედავად სიღარიბისა, მიეცეთ განათლებისა მიღების, ჯანმრთელობის დაცვისა და საზოგადოებაში ინტეგრირების საშუალება.
სხდომაზე დეპუტატებმა ინიციატივის თაობაზეც ისაუბრეს, რომლის თანახმად, მაჟორიტარებმა, რომლებიც ყოველდღიურ შეხებაში არიან მოსახლეობის პრობლემებთან, განსაკუთრებული აქტიურობა გამოიჩინონს ამ ბავშვების მიმართ. კერძოდ, შესაძლებელია წარმომადგენლების გამოყოფა, რომლებიც ასეთი ბავშვების პრობლემების მოგვარებისთვის UNICEF პროგრამების ფარგლებში კორდინინირებულად იმუშავებენ.
ასევე, დეპუტატებმა საკრებულოში ჩატარებულ იმ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებიც ამ მოკლე ხანში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის განხორციელდა.
კერძოდ, საჭადრაკო ტურნირი რომელშიც მონაწილეობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა და დეპუტატებმა მიიღეს.
ამავე პროექტის ფარგლებში, საკრებულოს თავმჯდომარემ საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე შეძღუდული შესაძლებლობების მქონე, სოციალურად დაუცველ, ასევე საკრებულოს აპარატის და დეპუტატების ბავშვებს უმასპინძლა.
აღნიშნული ღომისძიება დეპუტატების თქმით, ერთ -ერთი ნაბიჯია პატარების საზოგაფოებაში სრულყოფილი ინტეგრაციისთვის.
შეხვედრის დასასრულს, საკრებულოს თავჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა საკრებულოს შენობაში სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების, გამოფენების მოწყობის და სხვა ღონისძიებიბის გამართვის ინიციატივით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ასეთი პროექტები ბავშთა საზოგადოებაში ინტეგრირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა.
დასასრულს, გიორგი ალიბეგაშვილმა და დეპუტატებმა სტუმრებს მადლობა გადაუხადეს და იმედი გამოთქვეს, რომ მათი თანამშრომლობა მომავალში წარმატებული და ნაყოფიერი იქნება.