თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ხელმძღვანელთან გურამ ოქროპირიძესთან ერთად 116-ს საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა.
მოსწავლეებმა საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს, რის შემდეგაც შეხვედრა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში დიალოგის ფორმატში გაგრძელდა.
ნინო ვარდოსანიძემ მათ დედაქალაქის მერიისა და თბილისის წარმომადგენლობითი ორგანის მუშაობის სპეციფიკა, გატარებული რეფორმები და ძირითადი პრიორიტეტები გააცნო.
საკრებულოს წევრი მოსწავლეებს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის მუშაობის მიმართულებებსა და პრინციპებზეც ესაუბრა.
მოსწავლეებს სიტყვით გურამ ოქროპირიძემ მიმართა და მათ საკრებულოს, კერძოდ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ფუნქციები და მუნიციპალური პროგრამები გააცნო. ამასთანავე დედაქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
დასასრულს, საკრებულოს წევრებმა მოსწავლეებს მოუსმინეს და მათთვის საინტერესო შეკითხვებს დეტალური პასუხები გასცეს.