მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში V საერთაშორისო კონფერენცია -„არაფორმალური განათლების გამოწვევები“ გაიმართა, რომელზეც მოხსენებით თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი გამოვიდნენ.
გამომსვლელებმა არაფორმალური განათლების თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების, ასევე საერთაშორისო პროგრამების დანერგვისა და უცხოური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
კახაბერ ლაბუჩიძის განცხადებით, არაფორმალური განათლება მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის ნაწილია, რომელიც ფორმალური განათლების მიღმა „ცოდნისა და გაცნობიერების“, „უნარის“ და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას გილისხმობს. სწორედ ამიტომ, ამ სფეროს უდიდესი გამოწვევები გვაქვს.
მისივე თქმით, მუნიციპალურ დონეზე, თბილისს ამ მხრივ მზარდი პოტენციალი აქვს, თუმცა, მხარდაჭერას საჭიროებს რეგიონებიც და ამისთვის შესამუშავებელია ერთიანი პოლიტიკა.
კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება ისეთ საკითხებზე გამახვილდა, როგორიცაა: არაფორმალური განათლების თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების, საერთაშორისო პროგრამების დანერგვა და უცხოური გამოცდილების გაზიარება.
კონფერენციას, ასევე ესწრებოდნენ ეროვნული სასახლის მიერ მოწვეული სპიკერები: re:invent-ის აღმასრულებელი დირექტორი პავლე მგელაძე; ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, „ამერიკული სივრცეების“ კოორდინატორი გეგა გაბუნია, PH International Georgia-ის წარმომადგენელი თამარ ფრუიძე და კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელი - ანა გეწაძე და ეროვნული სასახლის პროექტების და პროგრამების სამსახურის უფროსი, ლევან დვალი.
წლევანდელი კონფერენციის ფარგლებში, აზრთა გაცვლა-გამოცვლა არაფორმალური განათლების სფეროს აქტუალურ საკითხებზე სასახლის პედაგოგებს და ქვეყნის მასშტაბით არსებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების და სხვადასხვა სახელოვნებო, სკოლისგარეშე და არაფორმალური განათლების ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის გაიმართა.