თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, კახა ლაბუჩიძე პროფესიული კოლეჯის „მერმისის” დირექტორთან ნონა ღუდუშაურთან ერთად, კოლეჯის ადმინისტრაციას და პროგრამის მონაწილეებს შეხვდა, შენობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერა და სასწავლო პროცესს გაეცნო.
კახა ლაბუჩიძის განცხადებით, პროფესიული განათლების როლი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, თბილისის საკრებულოსა და მერიისთვის პრიორიტეტულია 2018 წლიდან დაწყებული პროგრამის „ისწავლე და დასაქმდის“ წარმატებით განხორციელება. აღნიშნული პროგრამა მოკლევადიანია, მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით არის შექმნილი და განკუთვნილია თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის. პროგრამის ფარგლებში, 4500-ზე მეტი მონაწილის გადამზადება მოხდა და კურსდამთავრებულთა 75 პროცენტი დასაქმებულია სხვადასხვა სპეციალობით.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის კახა ლაბუჩიძის განცხადებით, პროგრამაში ჩართული მოქალაქეები შრომის ბაზარზე განსაკუთრებით მოთხოვნად სპეციალობებს ეუფლებიან: ვებტექნოლოგიები, გრაფიკული დიზაინის შესრულება, სასტუმროს მომსახურება, საოფისე საქმე, კულინარიის ხელოვნება, კონდიტერია, სამკერვალო წარმოება, ელექტროობა, ძრავის კვების სისტემის დიაგნოსტიკა, მხატვრული ქსოვა, ქართული ფარდაგისა და ხალიჩის ქსოვა და სხვა.
„პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და როლზე მოსახლეობის სათანადო ინფორმირება აუცილებელია. შეხვედრის მიზანს ურთიერთთანამშრომლობა, პროგრამული პრიორიტეტებების დასახვა, ახალგაზრდების ინფორმირება პროფესიული განათლების კუთხით და სამომავლო პიარ-სტრატეგიის შემუშავება წარმოადგენდა“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
პროფესიული კოლეჯის „მერმისი“ დირექტორის, ნონა ღუდუშაურის განცხადებით, კოლეჯში შექმნილია როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი სასწავლო კურსები, მათ შორის დანერგილია სწავლის ხუთდონიანი პროგრამები. კოლეჯ „მერმისში“ სწავლება ახალი, ინოვაციური მეთოდების გამოყენებით, ევროპული სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს. თითოეული პროგრამა
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მუნიციპალური თანადაფინანსებით შექმნილი პროექტი „ისწავლე და დასაქმდი“ საუკეთესო პლატფორმაა ქვეყანაში კვალიფიციური კადრების გადასამზადებლად და დასაქმების მაჩვენებლის გასაზრდელად.