თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა სსიპ ქალაქ თბილისის N106 საჯარო სკოლისთვის საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელეს.
ყოფილი მოსწავლის სახელის მინიჭების თხოვნით თბილისის საკრებულოს სკოლის დირექციამ და სამეურნეო საბჭომ მიმართა. სხდომას ასევე, ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, რომლებმაც დეპუტატებს პირადად მიაწოდეს ინფორმაცია საკითხის ინიცირების მოტივისა და ზურაბ იარაჯულის ბიოგრაფიული დეტალების შესახებ.
კომისიის სხდომა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს სსიპ ქალაქ თბილისის N106 საჯარო სკოლისთვის საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ იარაჯულის სახელის მინიჭების ინიცირების საკითხის დაყენება, რომელსაც განათლებისა და კულტურის კომისია საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს.