თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი სასჯელაღსრულების მე-5 ქალთა დაწესებულებაში გამართულ კონცერტს დაესწრო და ქალებს 8 მარტი მიულოცა.
კონცერტს თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
თბილისის მერიის ორგანიზებით გამართულ კონცერტში მონაწილეობა ქართული ესტრადის მომღერლებმა მიიღეს და სპეციალურად ქალთა დღესთან დაკავშირებით დუეტები შვილებთან ერთად შეასრულეს.
თბილისის მერიის ორგანიზებით, სასჯელაღსრულების მეხუთე ქალთა დაწესებულებაში კულტურული ღონისძიებები სისტემატიურად იმართება.