თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილი მოსახლეობის წინაშე 10 თვის ანგარიშით წარსდგა.
დეპუტატმა თავდაპირველად იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც განათლებისა და კულტურის მიმართულებით თბილისში განხორციელდა.
განათლებისა და კულტურის კომისიასთან, უპირველესად საზოგადოებრივი სათათბირო შეიქმნა, რომლის მიზანს წარმოადგენს მოქალაქეებთან სისტემატიური შეხვედრები, ხოლო პრობლემების ანალიზისა და სამუშაოების ეფექტიანი დაგეგმვა დონორ, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ხორციელდება.
თამარ ტალიაშვილის ანგარიშმა მოიცვა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: მუნიციპალური ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია, ახალი ბაღების მშენებლობა, აღსაზრდელთათვის ვაკანტური ადგილების გაზრდა და რეგისტრაციის პროცედურის გამარტივება, სააღმზრდელო ჯგუფების დამატება, კვების სტანდარტების შემუშავება - გამჭვირვალე ელექტრონული ტენდერის საშუალებით, ფსიქოლოგების და ლოგოპედების გადამზადება, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა, ბაღში ბავშვების ავადობის პრევენციის პროგრამა, აუტისტური სპექტრის დარღვევის და სპეციალური საჭიროების მქონე 7 წლამდე ბავშვებისთვის სწავლის გაგრძელება, მშობლების საჭიროებებიდან გამომდინარე ორცვლიანი სწავლების სისტემის დანერგვა, სოციალურად დაუცველი და მაგისტრანტი სტუდენტების დაფინანსების წესი, კულტურული მეწარმეობის პროგრამა-ფესტივალი, ტრადიციული რეწვის ოსტატთა გილდიის დაფუძნება, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თურქეთში ერთთვიანი სტაჟირების პროგრამა, მედიათეკის მშენებლობა ვეტერანთა პარკში, თეატრების აფიშებისთვის სტენდების დამზადება, ძეგლებისა და მემორიალური დაფების განთავსების რეგულაცია, მუზეუმების ხელშეწყობა, ქართული ენის დაცვა, ძეგლებისა და მემორიალური დაფების განთავსების რეგულაცია. დაბოლოს, ლიტერატურისა და ხელოვნების უპრეცედენტო კონკურსი „თბილისი“ და პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ყოველწლიურ ტრადიციად ქცეული „ილიაობა“.
დეპუტატის ანგარიშის თანახმად, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი სრულიად უფასო გახდა, ხოლო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის წესი - გამჭვირვალე და სამართლიანი.
როგორც თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, ამ მხრივ, მართლაც მძიმე მემკვიდრეობა დახვდა წინა ხელისუფლებისგან, რომელთა მმართველობის პერიოდში დაიხურა 47 ბაგა-ბაღი. შენობების მდგომარეობა ხშირ შემთხვევაში, საფრთხეს უქმნიდა ბავშვებსა და პერსონალს. დღეის მდგომარეობით, თბილისში შენდება 8 ახალი ბაღი, რომელიც უზრუნველყოფს 10 000 ვაკანტურ ადგილს და დამატებითი სამუშაოების საჭიროებას, ხოლო 106 ბაღში ჩატარდა კაპიტალური და სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები, რამაც შესაძლებლობა მოგვცა გაგვეხსნა 80-მდე ახალი სააღმზრდელო ჯგუფი. წლის ბოლომდე კიდევ დაემატება 15 ასეთი ახალი ჯგუფი. ყველა ბაღში დანერგილია კვების სტანდარტი და მენიუ მრავალფეროვანია. კვების პროდუქტების შესყიდვა ხორციელდება სრულიად გამჭვირვალე ელექტრონული ტენდერით, რაც ბიუჯეტის 1 144 546.00 ლარის ეკონომიას იძლევა.
განათლებისა და კულტურის კომისიის შუამდგომლობით, მათთვის ვინც ვერ ახერხებს სამსახურის გამო ზაფხულში შვილების ქალაქიდან გაყვანას, შეიქმნა 25 საზაფხულო ბაღი და მშობლების საჭიროებებიდან გამომდინარე 19 ბაღში დაინერგა ორცვლიანი სწავლების სისტემა.
თამარ ტალიაშვილის მოხსენებაში მნიშვნელოვანია სასკოლო მზაობის პროგრამაც, რომელიც განათლებისა და კულტურის კომისიამ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და საერთაშორიშო ორგანიზაციებთან ერთად დანერგა. დეპუტატის ინიციატივით მოხდა ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა ბაგა-ბაღებში და ფსიქოლოგების და ლოგოპედების გადამზადება. კომისიამ დაიწყო მუშაობა ბაღში ბავშვების ავადობის პრევენციის პროგრამაზე, ხოლო განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბაგა-ბაღებში აუტისტური სპექტრის დარღვევის და სპეციალური საჭიროების მქონე 7 წლამდე ბავშვებისთვის სწავლის გაგრძელება.
შემდეგ საკითხს, რომელსაც დეპუტატი შეეხო, წარმოადგენდა სოციალურად დაუცველ სტუდენტთა საჭიროებებზე მორგებული დაფინანსების წესი, სადაც გაიზარდა დაფინანსების მოცულობა. დღესდღეობით, სწავლის 50 %-იან დაფინანსებას იღებს ყველა სოციალურად დაუცველი სტუდენტი ბაკალავრიატის საფეხურზე; უკანასკნელი 9 თვის განმავლობაში დაფინანსდა 1 633 სტუდენტი. სარეიტინგო ქულის მიხედვით კი, წარჩინებული სტუდენტები ფინანსდებიან 75% ან 100%-ით. დაფინსება ხელმისაწვდომი გახდა ხელოვნების სკოლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში და სახელმწიფო უნივერსიტეტებში - მაგისტრანტი სტუდენტებისთვის.
რაც შეეხება წლების განმავლობაში სახელოვნებო სკოლებსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეებში სავალალო მდგომარეობაში მყოფ ინფრასტრუქტურას, დეპუტატის თქმით, პრობლემები ძალიან მოკლე ხანში მოწესრიგდა. ასეთივე მძიმე ვითარება იყო წლების განმავლობაში მუნიციპალურ ბიბლიოთეკებში. ამ საკითხთან დაკავშირებითაც და ბიბლიოთეკების პოპულარიზაციის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. დეპუტატის ინიციატივით დაინერგა ახალი საბიბლიოთეკო ტექნოლოგიები და რამდენიმე ხნის წინ მეტროთი მოსარგებლე ადამიანებმა მიიღეს მომენტალური წვდომა უფასო ელექტრონულ ბიბლიოთეკასთან. ნოვაციას წარმოადგენს ასევე მედიათეკის მშენებლობა ვეტერანთა პარკში.
ამ ერთი წლის განმავლობაში მოხდა მუზეუმებისა და თეატრალური ხელოვნების ხელშეწყობაც.
თამარ ტალიაშვილის ინიციატივით კონკრეტული ღონისძიებები გატარდა გარე რეკლამებსა და აბრებზე ქართული ენის დაცვის საკითხთან დაკავშირებით.
კიდევ ერთი ახალი პროექტი, რომელიც დაინერგა მუნიციპალურ თეატრებსა და მუზეუმებში ამ ერთი წლის განმავლობაში, არის უფასო აბონემენტები სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების, სოციალურად დაუცველი და შშმ პირებისთვის.
დეპუტატი თავის ანგარიშში ასევე შეეხო იმ არქეოლოგიურ სამუშაოებს, რომელიც დედაქალაქში რამდენიმე ისტორიულ ადგილზე მიმდინარეობს. ასევე პირველად, თბილისის ისტორიაში, შეიქმნა თბილისის ბრენდული სუვენირები, რაც თამარ ტალიაშვილის თქმით ტურიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით დაარსდა კულტურული მეწარმეობის პროგრამა-ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის მხარდაჭერით მოხდა ტრადიციული რეწვის ოსტატთა გილდიის დაფუძნება. ჩატარდა უფასო ტრენინგები უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით "ტრადიციული რეწვის მარკეტინგისა და პროდუქციის განვითარებაში''. ასევე, თურქეთის კულტურის ცენტრთან ორმხრივი შეთანხმების შედეგად, ქართველ ხელოვანებს შესაძლებლობა მიეცათ, გაიარონ რვათვიანი უფასო კურსები, რის შემდეგაც კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თურქეთში ერთთვიან ტრეინინგზე გაემგზავრებიან.
დაბოლოს, კულტურის განვითარების ხელშეწყობა და ხელოვანთა მოტივაციას წარმოადგენს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი „თბილისი 2015“, რომელიც მრავალფეროვან ნომინაციებს მოიცავს და ის ყოველწლიურად ჩატარდება.
დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა მადლობა გადაუხადა თითოეულ ადამიანს, ვინც მონაწილეობდა და დღემდე მონაწილეობს დედაქალაქის კულტურული ცხოვრების მრავალფეროვნებაში.
შეხვედრას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე - გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს დეპუტატები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.