თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა კოჯრის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა და ახალგაზრდულ მოძრაობა „დავითიანთან“ არსებული სოციალური საწარმოს მიერ დამზადებული სათამაშოები გადასცა.
ბავშვებს საჩუქრად ნატურალური ხისგან დამზადებული მექანიზირებული სათამაშოები და ფაზლები გადაეცათ, რომლებიც მოზარდებში სხვადასხვა უნარების გამომუშავებასა და ბავშთა გონებრივი შესაძლებლობების განვითარებას უწყობს ხელს.
კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშთა სახლი სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ტერიტორიული ორგანოა და 6-დან 18 წლამდე 24 ბენეფიციარს უწევს მომსახურებას.