თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი „შემოქმედებითი მეწარმეობის აკადემია 2018”-ზე სიტყვით გამოვიდა. მან კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობის კუთხით განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო ნაბიჯებზე ისაუბრა.
ევროკავშირის ექსპერტმა, ესტონეთის შემოქმედებითი ჰაბის დამფუძნებელმა, რაგნარ სილმა მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს იმ ძალისხმევისათვის, რომელიც მათ გასწიეს კრეატიული ინდუსტრიების პრიორიტეტულ მიმართულებად ჩამოყალიბებისთვის.
თამარ ტალიაშვილმა ისაუბრა ასევე თბილისის მთავრობის ახალ ინიციატივაზე. ეს არის ბიზნესაქსელერატორი, რომელიც კიკვიძის პარკში მდებარე მედიათეკის ბაზაზე განთავსდება.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ გაიმართა დისკუსია და საზოგადოებისა და კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიეღოთ ინფორმაცია მათთვის აქტუალურ საკითხებზე, რომელსაც თბილისის მერია და საკრებულო ახორციელებენ.
„შემოქმედებითი მეწარმეობის აკადემია 2018“, რომლის მთავარი თემა შემოქმედებითი ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების ურთიერთდამოკიდებულებაა, 4 აპრილიდან 6 აპრილის ჩათვლით სასტუმრო „რუმსში“ მიმდინარეობს და მისი ორგანიზატორები ”შემოქმედებითი ესტონეთი“ (Loov Eesti), „შემოქმედებითი საქართველო“ (Creative Georgia) და სიბისი საქართველო (Creative Business Cup Georgia) არიან. პროექტი ესტონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.