თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა, საკრებულოში შეხვედრა გამართა და მოქალაქეებთან ერთად მათთვის აქტუალური და პრობლემატური საკითხები განიხილა.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის საუბრის ძირითად თემას, როგორც სოციალური საკითხები, ასევე მოქალაქეთა მიერ მომავალში დაგეგმილი კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივები წარმოადგენდა.
განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე მოქალაქეებს მისი კომპენტენციის ფარგლებში მხარდაჭერასა და დახმარებას დაჰპირდა. დეპუტატი აღნიშნულ ფორმატში შეხვედრებს მომავალშიც გეგმავს.