დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი მე-7 ხელოვნების სკოლაში გამართულ კონცერტს დაესწრო.
ღონისძიება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიეძღვნა და ის ახალ შენობაში გაიმართა.
მე-7 ხელოვნების სკოლა, რომელიც მუნიციპალურ დაქვემდებარებაშია, წლების განმავლობაში განთავსებული იყო 61-ე საჯარო სკოლაში, თუმცა შენობა ამორტიზირებული იყო და დღის წესრიგში მისი დემონტაჟის საკითხი დადგა. თბილისის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის კომისიის მერიის შესაბამის საქალაქო სამსახურებთან კოორდინირებული მუშაობით, შესაძლებელი გახდა ახალი ფართის მოძიება, რომელიც სრულად აკმაყოფილებს, როგორც მასწავლებლების, ისე მოსწავლეთა მოთხოვნებსა და ინტერესებს.
თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ხელოვნების სკოლების შენობების საკუთრების საკითხი აქტუალურია. მერიასთან ერთობლივი მუშაობით, უკვე შესაძლებელი გახდა 7 შენობის ეკონომიკის სამინისტროდან თვითმმართველობისთვის გადაცემა, რაც შემდგომში სკოლებისთვის უსასყიდლო უზურფრუქტით ფადაცემას ითვალისწინებს.
თამარ ტალიაშვილთან ერთად, სააღდგომო კონცერტს, მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია, ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე და ხელოვნების დარგის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მე-7 ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა მოწვეულ სტუმრებს ნაწარმოებები კლასიკური მუსიკის შედევრებიდან წარმოუდგინეს.