საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი განაგრძობს კულტურის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებთან შეხვედრას.
დღეს თამარ ტალიაშვილი თბილისში თურქული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს - ზექერია გიულთექინს შეხვდა. შეხვედრის მიზანი კულტურული კავშირების გამყარება და ამ სფეროში მომავალი თანამშრომლობის დაგეგმვა იყო. საუბარი ასევე შეეხო კულტურული მეწარმეობის ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს. ფესტივალი თამარ ტალიაშვილის ინიციატივითა და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის შუამდგომლობით დაარსდა.
უახლოეს მომავალში თურქული მხარე კულტურის სფეროში მოღვაწე მეწარმეებისათვის ტრადიციული რეწვის უსასყიდლო კურსებს უზრუნველყოფს. კურსები ხელმისაწვმდომი იქნება ახალგაზრდული ჯგუფებისა და დაინტერესებული პირებისათვის.
შეხვედრის მნიშვნელოვან საკითხს ასევე წარმოადგენდა თბილისსა და სტამბოლს შორის დაძმობილების სამომავლო პერსპექტივა. ასევე გამოიკვეთა კულტურისა და განათლების დარგში თანამშრომლობის მკაფიო მიმართულებები.