განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი რაიონის გამგებელ ირაკლი ხელაძესთან ერთად, ორი ახალი სპორტული მოედნის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
სპორტული მოედნები ზღვის უბნის დასახლების მე-11 მ/რ პირველ კვარტალში და მე-3 მ/რ მე-2 კვარტლებში ეწყობა.
პროექტის ფარგლებში, ორივე მოედანზე გაკეთდება ბადეები, დაიგება ხელოვნური მწვანე საფარი, დამონტაჟდა ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები.
სამუშაოები ივნისის ბოლოს დასრულდება.
ზღვის უბნის დასახლებაში წელს უკვე გაიხსნა სამი ახალი სპორტული მოედანი.