საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოციალური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელს თამარ სირბილაძესა და განათლების პროექტების სპეციალისტს მედეა კაკაჩიას შეხვდა. შეხვედრა თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, ერთობლივი სამომავლო თანამშრომლობის გზების განხილვის მიზნით გაიმართა.
თამარ ტალიაშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა USAID-თან იმ წარმატებული თანამშრომლობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც არაერთი ერთობლივი პროექტი განხორციელდა.
USAID-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მიმდინარე პროექტების შესახებ, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო თუ თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობენ. მათ, ასევე, მადლობა გადაუხადეს თამარ ტალიაშვილს არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში განხორციელებული ერთობლივი პროექტისთვის.
USAID-ს წარმომადგენლები და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, თამარ ტალიაშვილი, სფეროს განვითარების მიზნით ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.