საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი განაგრძობს შეხვედრებს საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის კულტურის ატაშეებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
თამარ ტალიაშვილი საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის ატაშეს, სამირა აღაევას შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობის მიზნით კოორდინირებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ერთმანეთს მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტები გააცნეს.
თბილისის რეგიონის კულტურულ ცენტრად გადაქცევის მიზნით წარმომადგენლობითი ორგანოს განათლებისა და კულტურის კომისია მუშაობას აქტიურად განაგრძობს და არაერთი შეხვედრა გამართა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლობასა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მათ შორის, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის მენეჯერ, ტერი სანდელს, იაპონიის ელჩს ნორიჰიკო ნაკაჯიმასა და ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლებთან. კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით 2014 წლის ოქტომბერში მოხდა გაფართოებული შეხვედრა საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიური კორპუსების კულტურის ატაშეებსა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან.
შეხვედრების მიზანია, როგორც ორმხრივი კავშირების გაძლიერება, ასევე გამოცდილების გაზიარება და სამომავლოდ ერთობლივი თანამშრომლობის დაგეგმვა.