ზღვის უბნის დასახლების მაჟორიტარი დეპუტატის თამარ ტალიაშვილის შუამდგომლობითა და შ.პ.ს ,,ეკო-სერვის ჯგუფის დახმარებით დღეს ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის ეზოში 20-მდე კვიპაროსი დაირგო.
,,ტაძრის აშენების შემდეგ გვინდოდა, რომ ჩვენი ეკლესია და მისი გარემო მოსახლეობისთვის, როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური განტვირთვის ადგილი ყოფილიყო. ნერგების მოწოდებაზე თხოვნით ჩვენს დეპუტატს თამარ ტალიაშვილს მივმართეთ, რომლის შუამდგომლობითაც ჩვენი ტაძრის ეზო კიდევ უფრო ლამაზი და გამწვანებული გახდა’’, - განაცხადა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიის წინამძღვარმა მამა გიორგიმ.