დედქალაქის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, თამარ ტალიაშვილი, სასჯელაღსრულების მე-5 ქალთა დაწესებულებაში გამართულ კონცერტს დაესწრო.
დეპუტატმა მსჯავრდებულ ქალბატონებს დედის დღე მოიულოცა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის საკრებულო მზადაა გვერდში დაუდგეს და თანადგომა გამოუცხადოს მათ, ვისაც განსაკუთრებული მზრუნველობა და ყურადღება ესაჭიროება.
კონცერტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი, ია მაქაცარია ესწრებოდნენ.
ღონისძიება მუსიკალურად ქართველმა მომღერლებმა გააფორმეს, რომლებმაც სპეციალურად დღევანდელი დღისათვის დუეტები შვილებთან ერთად შეასრულეს.