თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კერძოდ, კომიის წევრებმა იმსჯელეს გაზეთ “100 მწერალის” გამოცემის ხელშეწყობაზე, არზაყან (დიმიტრი) ემხვარის მემორიალის პროექტის განხორციელებაზე, რომელიც თბილისში, მისივე სახელობის ქუჩაზე განთავსდება.
განიხილეს ასევე, თბილისის მერიის ხელოვნების სკოლა “აფხაზეთი #1”-ის ფუნქიონირების ხელშეწყობის საკითხი.
გარდა ამისა, განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მიერ წარმოდგენილ პროექტებზეც იმსჯელეს.
ეს პროექტები, თეატრალური სპექტაკლების, საქველმოქმედო კონცერტებისა და ფესტივალების ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობს. პროექტებს კომისიის წევრებმა უახლოეს ბიუროს სხდომაზე გასასვლელად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.