თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა.
სხდომაზე "თბილისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" თბილისის საკრებულოს 2023 წლის 15 დეკემბრის N33-89 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ იმსჯელეს.
საკითხი კომისიის წევრებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა.