თბილისის საკრებულის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიათა პერსონალური შემადგენლობის ცვლილების და საკრებულოს ფრაქციის - „თბილისი საქართველოსთვის" რეგისტრაციის საკითხები განიხილეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა თბილისის საკრებულოში საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პარტიული სიით არჩეული საკრებულოს ყოფილი წევრების აკაკი ალადაშვილის და ვლადიმერ ბოჟაძის ადგილმონაცვლეებად ამავე საარჩევნო სუბიექტის პარტიული სიით საკრებულოს წევრობის კანდიდატების ვიტალი ონიანის და მარიამ გელაშვილის უფლებამოსილების საკითხი ცნობად მიიღეს. კომისიის სხდომაზე ცნობად მიიღეს ასევე საარჩევნო სუბიექტის „გახარია საქართველოსთვის" პარტიული სიით არჩეული საკრებულოს გამოკლებული წევრის ზაზა თავაძის ადგილმონაცვლედ ამავე საარჩევნო სუბიექტის პარტიული სიით საკრებულოს წევრობის კანდიდატის თამარ ხვედელიანის უფლებამოსილება.
ვიტალი ონიანი გარემოს დაცვის და სატრანსპორტი საკითხთა კომისიების საქმიანობაში ჩაერთვება. მარიამ გელაშვილი იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის და ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიების წევრი იქნება. თამარ ხვედელიანი სარევიზიო საკითხთა და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიებს შეუერთდება.
კომისიის სხდომაზე განიხილეს ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის - „თბილისი საქართველოსთვის" რეგისტრაციის საკითხი.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
დეკემბერი 20,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
დეკემბერი 02,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები განიხილეს
ნოემბერი 22,2024