თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, საკრებულოს აპარატსა და თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტს შორის ურთიერთთანამშრომლობის აქტი გაფორმდა.
ურთიერთთანამშრომლობის აქტის გაფორმების მიზანს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და საკრებულოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება წარმოადგენს.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, დედაქალაქში მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობისა და სპორტული აქტივობების კონსოლიდაციის მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტში დასაქმებული პირების სპორტის სხვადასხვა სახეობაში მოყვარულთა საერთო მუნიციპალური ბაზა შეიქმნა, რომელიც ეტაპობრივად ახლდება და მსურველებს სპორტული და გამაჯანსაღებელი აქტივობებისა და ტურნირების კუთხით არსებული ყველა სიახლე, შეთავაზება თუ ინიციატივა ელექტრონულ ფოსტაზე ეგზავნებათ.
აქტს ხელი თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსმა ელენე დუმბაძემ და თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის გენერალურმა მენეჯერმა ლაშა ქევანიშვილმა მოაწერეს.