თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის (მუხიანი) მაჟორიტარი წევრი ქეთევან ჯოხაძე, ამავე რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მან მოსახლეობას მუხიანის IV ა მ/რაიონში №:5-6-7 კორპუსებს შორის არსებული სკვერის კეთილმოწყობის პროექტი გააცნო და აღნიშნულთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები მოისმინა.
ქეთევან ჯოხაძის განმარტებით, სამუშაოები დაახლოებით 850 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდება. პროექტის შედეგად, ბავშვთა გასართობი ზონები და მოსასვენებელი პავილიონი მოეწყობა, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები დამონტაჟდება, ასევე, სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა განთავსდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „მშენებელი 2019“ შეასრულებს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 127 550 ლარია გათვალისწინებული.
გიორგი ტყემალაძემ წყნეთში კომბინირებული დასასვენებელი სივრცის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
დეკემბერი 31,2024მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულდა
დეკემბერი 17,2024გიორგი ტყემალაძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
დეკემბერი 01,2024