თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან, ერთად ვაკის რაიონში, უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
აღნიშნული გვირაბი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და გასასვლელი მიხეილ შავიშვილის ქუჩას შეუერთდება, რომელიც პეტრე ქავთარაძის ქუჩასთან არის დაკავშირებული.
„დედაქალაქისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყო. ცოტა ხნის წინ ექსპლუატაციაში შევიდა ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი, რომელმაც მნიშვნელოვნად გაამარტივა საავტომობილო მოძრაობა ქალაქში. თუმცა საცობების მინიმიზაციისთვის თბილისს მოძრაობის განსატვირთად კიდევ ერთი ძალზე მასშტაბური საინჟინრო პროექტი - დამაკავშირებელი გვირაბი - დაემატება, რომელიც პირდაპირ დააკავშირებს უნივერსიტეტის ქუჩას ქავთარაძის ქუჩასთან. გვირაბი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და მისი გასასვლელი მიხეილ შავიშვილის ქუჩას შეუერთდება, რომელიც პეტრე ქავთარაძის ქუჩასთან არის დაკავშირებული. ამ ორი მაგისტრალის საშუალებით დედაქალაქის ცენტრალური ქუჩების დატვირთვა მნიშვნელოვნად შემცირდება და ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება გაცილებით კომფორტული გახდება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
პროექტის ფარგლებში, გვირაბთან მისასვლელ-გამოსასვლელი პანდუსები და ტროტუარები მოწყობა, ასევე ჩატარდება საიზოლაციო სამუშაოები, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, დამონტაჟდება LED სანათები; გვირაბის გასწვრივ კი რკინა-ბეტონის დამცავი კედლები მოეწყობა.
გათვალისწინებულია გვირაბში ავტოტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა, თითო ზოლი თითო მიმართულებით. აღნიშნულ პროექტს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს, რომელიც 2025 წლის იანვარში დასრულდება. გვირაბის მშენებლობისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარია გამოყოფილი.
სამშენებლო სამუშაოების დასათვალიერებლად თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და პარლამენტის წევრი ნოდარ ტურძელაძე იმყოფებოდნენ.
მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულდა
დეკემბერი 17,2024გიორგი ტყემალაძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
დეკემბერი 01,2024გიორგი ტყემალაძემ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმდებარე ტერიტორიაზე, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა
ნოემბერი 26,2024