თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ, ამავე რაიონის მაჟორიტარმა ქეთევან მამულაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს სამგორის რაიონში მცხოვრებ 22 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცეს. ლილოს დასახლებაში მცხოვრები 22 ოჯახი ჭიჭინაძისა და მუხაძის ქუჩებზე 90-იანი წლებიდან ცხოვრობენ, თუმცა წლების განმავლობაში საცხოვრებლების დაკანონებას ვერ ახერხებდნენ.
გიორგი ტყემალაძის თქმით, ოჯახებს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად ერთ ლარად გადაეცათ. მისივე თქმით, დედაქალაქში ფართების დაკანონების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.
„ჭიჭინაძისა და მუხაძის ქუჩებზე მცხოვრებ 22 ოჯახს დღეიდან საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ. მინდა გითხრათ, რომ ეს ოჯახები 15 წელზე მეტია ჭიჭინაძისა და მუხაძის ქუჩებზე არსებულ საცხოვრებელ ფართებში, საკუთრების დამადასტურებელი საბუთების გარეშე ცხოვრობდნენ. ვულოცავ ამ ოჯახებს ბინების დაკანონებას და ვიმედოვნებ, რომ მომავალში საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი საბუთი კიდევ არაერთ ოჯახს გადაეცემა. პროცესი, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ დაიწყო, წარმატებით მიმდინარეობს და 800-ზე მეტ ოჯახს ფართები უკვე დაუკანონდა“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
გიორგი ტყემალაძემ წყნეთში კომბინირებული დასასვენებელი სივრცის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
დეკემბერი 31,2024მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულდა
დეკემბერი 17,2024გიორგი ტყემალაძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
დეკემბერი 01,2024