თბილისის საკრებულოს გლდანის (ავჭალის) რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, შალვა ოგბაიძის, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურებისა და გლდანის რაიონის გამგეობის ჩართულობით, შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ ავჭალა-2-ში სატუმბი სადგური მოეწყო.
როგორც შალვა ოგბაიძემ აღნიშნა ავჭალა-ზაჰესი-გლდანისხევის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ მოსახლეობას დღეიდან წყალი უწყვეტად მიეწოდება.
,,გურიის, სპარტაკ ბაღაშვილის, ქართლისა და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს რთული რელიეფიდან გამომდინარე წყლის მიწოდების პრობლემა ჰქონდათ, რომელიც ახალი პროექტის ფარგლებში მოგვარებულია. დღეიდან ავჭალა-2-ში მცხოვრები 500-მდე ოჯახი სასმელი წყლით უწყვეტად ისარგებლებს,”- განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
გიორგი ტყემალაძემ წყნეთში კომბინირებული დასასვენებელი სივრცის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
დეკემბერი 31,2024მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულდა
დეკემბერი 17,2024გიორგი ტყემალაძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
დეკემბერი 01,2024