თბილისის საკრებულოში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს მაჟორიტარი წევრები და სსიპ - თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.
ვიქტორი წილოსანმა საკრებულოს წევრებს სამსახურის მუშაობის თაობაზე, კერძოდ კი, ახალი ინტეგრირებული ქსელების შესახებ წარმოადგინა ინფორმაცია და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაფარვის არეალები ეტაპობრივად გაიზრდება, რაც როგორც სატრანსპორტო ქსელის ოპტიმიზაციით, ისევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებითაა შესაძლებელი.
საკრებულოს მაჟორიტარმა წევრებმა სამაჟორიტარო ოლქებში ამ მიმართულებით არსებული პრობლემების თაობაზე ისაუბრეს და ამასთანავე, საკითხთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები და წინადადებები წარმოადგინეს.
სხდომაზე, რომელსაც თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, სამომავლო შეხვედრებზე შეთანხმდნენ.
გიორგი ტყემალაძემ წყნეთში კომბინირებული დასასვენებელი სივრცის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
დეკემბერი 31,2024მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულდა
დეკემბერი 17,2024გიორგი ტყემალაძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
დეკემბერი 01,2024