თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ გოგი დოლიძის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელთან, ზურაბ ჩიკვილაძესთან და გამგებლის მოადგილესთან, ავთანდილ ნარიმანიძესთან ერთად დაათვალიერა. აღნიშნულ ქუჩაზე 3000 კვადრატულ მეტრზე ძველ ამორტიზებულ გზას ასფალტის ორფენიანი საფარი ჩაანაცვლებს.
როგორც რიმა ბერაძემ განაცხადა, ჩუღურეთის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.
,,ეს არის თბილისის ერთ-ერთი კოლორიტული ქუჩა. ჩვენი უმთავრესი ამოცანა იყო, აქ გზა დაგვეგო. რა თქმა უნდა, მოვაწესრიგეთ წყალარინების სისტემაც. ზოგადად, ყველგან, უპირველესად, ვცვლით მიწისქვეშა კომუნიკაციებს.
ჩვენ დავასრულეთ საგზაო ინფრასტუქტურული სამუშაოები გოგოლის ქუჩაზე და დღეს გადმოვედით აქ, სადაც, უკვე ქუჩის მოპირკეთება მიმდინარეობს,’’- აღნიშნა დეპუტატმა.
პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულება 80 000 ლარია, ასევე, მოეწყო ბორდიურები და საფეხმავლო ბილიკი.
გიორგი ტყემალაძემ წყნეთში კომბინირებული დასასვენებელი სივრცის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
დეკემბერი 31,2024მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულდა
დეკემბერი 17,2024გიორგი ტყემალაძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
დეკემბერი 01,2024