თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ სულთანიშვილების ოჯახს საჩუქრად მაცივარი გადასცა.
საკრებულოს წევრმა, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახი პირადად მოინახულა და მაცივართან ერთად საკვები პროდუქტებიც მიუტანა.
როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა ოჯახში ორი მცირეწლოვანი ბავშვი იზრდება, რომელთა დედაც მეორე ჯგუფის ინვალიდია.
„ამგვარი სახის დახმარება სულთანიშვილების ოჯახში მცხოვრები ბავშვებისთვის აუცილებელი იყო. იმ ადამიანების გვერდში დგომა, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, ჩვენი მთავარი ამონაცაა და მათ თანადგომას ჩვენი გუნდის წევრებთან ერთად მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ“,- განაცხადა რიმა ბერაძემ.
გიორგი ტყემალაძემ წყნეთში კომბინირებული დასასვენებელი სივრცის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
დეკემბერი 31,2024მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულდა
დეკემბერი 17,2024გიორგი ტყემალაძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
დეკემბერი 01,2024