სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძის ინიციატივით, დეველოპერული კომპანიის m2 მხარდაჭერით და „ეკოსერვის ჯგუფის“ დახმარებით სამგორის რაიონში გამწვანების აქცია -„გაამწვანე სამგორი“ კვლავაც გრძელდება.
ამჯერად, ვარკეთილი 3 ტერიტორიაზე, ერთიანობისთვის მებრძოლთა, ალექსიძის და თაყაიშვილის ქუჩებზე სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე m2-ის მიერ ნაჩუქარი არიზონას და ლეილანდის კვიპარისი დაირგო.
როგორც რევაზ სოხაძემ აღნიშნა, კომპანიამ დედაქალაქს საჩუქრად 1200 სხვადასხვა ჯიშის ნერგი გადასცა, რომელთაგან ნაწილი ვარკეთილი 3 ტერიტორიაზე დაირგო.
,,დიდ მადლობას ვუხდი კომპანია m2-ს, რომელმაც ჩვენს ქალაქს 1200 სხვადასხვა ჯიშის ნერგი აჩუქა. დღეს დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ერთ-ერთ ლოკაციაზე გამწვანების აქცია მიმდინარეობს, რომელში მონაწილეობას 108-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად წითელი ჯვრის ბენეფიციარები, ჩვენი ბებია-ბაბუები იღებენ.
ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დედაქალაქის გამწვანება-გალამაზებაში ყველა თაობის წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას’’,-განაცხადა რევაზ სოხაძემ.
m2-ის გენერალური დირექტორის თქმით, მათ მიერ შეძენილი ნერგები თბილისის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციებზე დაირგვება.
,,აღნიშნული აქტივობა კი დღეს, ვარკეთილის ტერიტორიაზე დაიწყო’’,-აღნიშნა ნიკოლოზ მეძმარიაშვილმა
გამწვანების აქციაში მონაწილეობა რევაზ სოხაძესთან ერთად დეველოპერული კომპანიის m2 გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ მეძმარიაშვილმა, დედაქალაქის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა პაატა ტოგონიძემ, ასევე, 108-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ბენეფიციარებმა მიიღეს.
გიორგი ტყემალაძემ წყნეთში კომბინირებული დასასვენებელი სივრცის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
დეკემბერი 31,2024მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულდა
დეკემბერი 17,2024გიორგი ტყემალაძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
დეკემბერი 01,2024