თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ირაკლი ზარქუასთან და ფრაქცია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარესთან, ბექა დავითულიანთან ერთად, მოქალაქეებს სამაჟორიტარო ბიუროში შეხვდა.
როგორც ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, საკრებულოს წევრებმა სხვადასხვა საკითხებზე მოქალაქეების მოსაზრებები მოისმინეს და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობა აღუთქვეს.
,,სამაჟორიტარო ოლქში მოსახლეობასთან შეხვედრა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დღესაც, არაერთი მათგანის პრობლემა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესა და ფრაქცია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარესთან ერთად განვიხილეთ. მსგავსი შეხვედრები, შესაბამის სტრუქტურებთან შუამდგომლობის საფუძველზე, მოქალაქეებს არსებული პრობლემების მოგვარებაში ეხმარება,“ - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
გიორგი ტყემალაძემ წყნეთში კომბინირებული დასასვენებელი სივრცის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
დეკემბერი 31,2024მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულდა
დეკემბერი 17,2024გიორგი ტყემალაძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
დეკემბერი 01,2024