თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ლევან დავითაშვილმა, საქართველოს პარლამენტის ამავე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი აბუსერიძესთან და გამგებელთან კახა ლაბუჩიძესთან ერთად სამაჟორიტარო ოლქში , კერძოდ, ქისის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
,,ჩვენს მაჟორიტარულ ოლქში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი გრძელდება.
ამ ეტაპზე ქისის ქუჩაზე 2078 კვ.მ ფართობზე ახალი ასფალტის საფარი იგება. პარალელურ რეჟიმში ვხვდებით მოსახლეობას, ვისმენთ მათ პრობლემებს და სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებს ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად ვსახავთ’’,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
გიორგი ტყემალაძემ წყნეთში კომბინირებული დასასვენებელი სივრცის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
დეკემბერი 31,2024მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულდა
დეკემბერი 17,2024გიორგი ტყემალაძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
დეკემბერი 01,2024