თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტის ამავე რაიონის დეპუტატთან ირაკლი აბუსერიძესთან და ისნის რაიონის გამგებელთან კახა ლაბუჩიძესთან ერთად სამაჟორიტარო რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ვაზისუბნის 3 მ/რ 2 კვარტალში კეთილმოეწყობა საფეხმავლო ბილიკი. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 13 650 ლარი.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსების პროგრამის თანახმად, ორ მისამართზე - ვაზისუბნის მე-2 მ/რ -ის N10 და N12 კორპუსებთან წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელი იცვლება, ხოლო ვარკეთილის 4 მ/რ 3 კვარტალის N2 კორპუსის მიმდებარედ კი, საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგებისა და ასევე ეზოს კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს.
გიორგი ტყემალაძემ წყნეთში კომბინირებული დასასვენებელი სივრცის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
დეკემბერი 31,2024მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულდა
დეკემბერი 17,2024გიორგი ტყემალაძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
დეკემბერი 01,2024