თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ლაბუჩიძემ და კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან ჯაფარიძემ, დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან ერთად, ახლად რეაბილიტირებული „მშვიდობის ხიდი” დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში 200 მეტრამდე სიგრძის საფეხმავლო ხიდის დაზიანებული უბნების აღდგენა-გაძლიერების სამუშაოები განხორციელდა.
გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხიდის საკიდებს, აღდგა სავალ ნაწილზე არსებული დეფორმირებული კიბეები და ხიდის მარცხენა სანაპიროზე არსებული დაზიანებული ბურჯი. აღნიშნულ სამუშაოებში ის უცხოელი სპეციალისტები მონაწილეობდნენ, რომლებიც თავიდანვე მუშაობდნენ ხიდის დაპროექტებაზე, ხოლო შემდეგ - პროექტის განხორციელებაზე.
„მშვიდობის ხიდის“ რეაბილიტაციის პროექტისთვის, რომელიც ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 400 000 ლარი დაიხარჯა.
აღდგენილი ხიდი ასევე დაათვალიერეს მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი აბუთიძემ, კრწანისის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ.
გიორგი ტყემალაძემ წყნეთში კომბინირებული დასასვენებელი სივრცის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
დეკემბერი 31,2024მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციის პროექტი დასრულდა
დეკემბერი 17,2024გიორგი ტყემალაძემ უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის და გვირაბის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა
დეკემბერი 01,2024